ვარიანში პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციით დახვდნენ
საპროტესტო აქცია გაიმართა ვარიანში. იაკობ გოგებაშვილს სახლ-მუზეუმში ჩასულ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბანერებით და საყვირებით სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ.

აქციის მონაწილეებმა 20 ივნისის ღამე გააპროტესტეს და გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

მათ, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც შეასრულეს. ახალგაზრდებს მამუკა ბახტაძე არ შეხვედრია.

„ჩამოვედით აქცია „სირცხვილიადან“, ვაპროტესტებთ 20 ივნისის ღამეს, გავრილოივის სისხლის ღვრას. პრემიერმა ისიც ვერ გაბედა, რომ ცალ თვალში მაინც შემოეხედა.

ბახტაძე არის სამარცხვინო და არ იმსახურებს, რომ ქართველ ერს წინ მიუძღვოდეს.“ -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

“ეს არის მართლა სამარცხვინო და ამაზრზენი საქციელი პრემიერ-მინისტრისგან. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ გიოგი გახარია გადადგეს, აგოს თავის საქციელზე პასუხი. სანამ ხალხის ხმას არ გაიგონებენ და არ გადადგება გახარია, ღამის კოშმარად ვექცევით და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით რომ ყველანაირი ხერხით დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას.“- აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

მამუკა ბახტაძე ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დილით იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა სექტემბრიდან სკოლებში დედა ენის დაბრუნება დაანონსა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები