,,ინგა გრიგოლია არის ძ....ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!!"
,,ინგა გრილოგია არის ძ....ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!" - წერს სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს წევრი. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ალექსანდრე სიმონიშვილმა ტვ4-ის მიერ გაზიარებულ პოსტზე დაწერა. გრიგოლია უცენზუროდ და ქვეყნის მტრად მას შემდეგ მოიხსენია, რაც ჟურნალისტს გადაცემაში შინაგან სამქეთა მინისტრი ჰყავდა მიწვეული.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საკრებულოს დეპუტატს დაუკავშირდა, თუმცა ალექსანდრე სიმონიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

qartli.ge "პარტიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა რომ საკითხს გაიცნობს, მისივე თქმით, პარასკევს 19 ივლისს პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიხეილ ჯანაშვილსაც ესაუბრა, როგორც გვითხრა მას კომენტარი არ წაუკითხავს.

"რატომ მთხოვთ ასე დაჟინებით რომ ვნახო? არ მინახავს. 31 დეპუტატია საკრებულოში, ვინ რას დაწერს, მე ყველაფერს ვერ ვნახავ, ხო? რა უნდა დავაპიროთ, ერთი მითხარი? დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას არეგულირებს ორგანული კანონის 43 მუხლი. გავკიცხო, თუ რა? რომ იყოს უმრავლესობის წევრი, ვიმსჯელებდით, მაგრამ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. ჩვენ რა უნდა გავაკეთო ვერ ვხვდები. მე ვერავის ვერაფერს ავუკრძალავ, რომც ავუკრძალო, აიკრძალავს? პრობლემას ვხედავ თუ არა, ეს სხვა ამბავია. თუ რამე დარღვევა გააკეთა, ამისთვის შესაბამისი ორგანოებია. მე ვგმობ ძალადობასაც და მსგავს კომენტარებს. " - ამბობს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.


ქვემოთ ფოტოზე:
ტვ4-ის პოსტი, სადაც ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ დააკომენტარა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები