მამუკა ბახტაძე: ,,სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედა ენა"
,,ვარიანიდან მინდა მივაწოდო ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედა ენა,"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მუზეუმის ეზოში განაცხადა.

მისი თქმით, გოგებაშვილი როდესაც დედა ენას წერდა, განზრახვა იყო, რომ წიგნი გადაცემოდა თაობებს. მოქმედი ხელისუფლებას კი, ეროვნული იდეა აქვს, და ეს განათლებაა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმნიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ბიჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე. ბახტაძემ საკუთარ გამოსვლაში წინა ხელისუფლებაც გააკრიტიკა, სასწავლო პროგრამიდან დედა ენის ამოღებითსვის.

,,უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედებების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის წიგნი დედა ენა იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის დედა ენას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები, შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე, შეიყვარებენ ქართულ დედა ენას, როგორც ეს უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ეს წიგნი გვიყვარს ჩვენ." -განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძის გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები