კეხიჯვარში საბავშვო ბაღი მესამედ გატეხეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საბავშვო ბაღი გატეხეს. როგორც qartli.ge-ს ბაღის დირექტორმა, მადონა ჩიბირაშვილმა უთხრა, ბაღიდან წაღებული არაფერი არ არის.

„რამდენიმე კარის საკეტია გატეხილი, თუმცა, წაღებული არაფერი არ არის. ვფიქრობ, რომ შანტაჟია, ვიღაცას შეშინება უნდა. რამდენჯერმე მოხდა აქამდეც მსგავსი ფაქტი. შენობაში ძვირადღირებული სადეზინფექციო ხსნარებია, საკვებია და კიდევ სხვა ნივთები, თუმცა, როგორც გითხარით არაფერი არ წაუღიათ. ფაქტის შესახბ ვაცნობეთ პოლიციას, აიღეს ანაბეჭდები და ველოდებით გამოძიებას. “-გვითხრა ბაღის დირექტორმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 70-მდე მცირეწლოვანი ირიცხება, ბაღის დირექტორის თქმით, ბავშვები როგორც კეხიჯვრიდან, ასევე მიმდებარე სოფლებიდან დადიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები