დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ერთი კვირის მანძილზე 153 მძღოლი დააჯარიმეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ერთი კვირის მანძილზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 153 მძღოლი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ოსური მედიის ცნობით, რეიდები გასულ კვირას ჩატარდა. რეიდების შედეგად, 8 პირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევებს, დე-ფაქტო რესპუბლიკის მილიციის ცნობით, ერთ კვირაში ორი ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები