ახალი ამბები
"ასე იცის წახალისებამ" - ინგა გრიგოლია ხაშურის საკრებულოს წევრის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე სიმონიშვილის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარს ადრესატი ინგა გრიგოლია ეხმაურება.

"გაიცანით, ეს უკვე "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატია, ხაშურის საკრებულოდან. ასე იცის წახალისებამ, როცა სათანადოდ არ ისჯებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მერე სხვებიც იტაცებენ. სერიალი "გაიცანი ქართველი დეპუტატები საქართველოს საკრებულოებში" გრძელდება. ირმა ინაშვილი-იმედს ვიტოვებ მოვუსმენ თქვენი პარტიის რეაქციას"- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

საკრებულოს წევრმა ალექსანდრე სიმონიშვილმა ინგა გრიგოლიას მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა და თან აღნიშნა, რომ იგი ხაშურის საკრებულოს წევრია პატრიოტთა ალიანსიდან.

,ინგა გრილოგია არის ძ....ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!" - წერს სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს წევრი. გრიგოლია უცენზუროდ და ქვეყნის მტრად მას შემდეგ მოიხსენია, როდესაც ჟურნალისტს გადაცემაში შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავდა მიწვეული.

არტლი.გე "პარტიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა რომ საკითხს გაიცნობს, მისივე თქმით, პარასკევს 19 ივლისს პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.

იხ. ამავე თემაზე:

,,ინგა გრიგოლია არის ძ....ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!!"

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები