ხაშურის საკრებულოს წევრს ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფის გამო პარტია დაატოვებინეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსის" რიგებიდან გარიცხეს.

"დაატოვებინეს პარტია იმ კაცს, მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე. ირმა ინაშვილი, ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია" - წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

ირმა ინაშვილმა qartli.ge-ს დაუდასტურა, რომ ალექსანდრე სიმონიშვილი პარტიის წევრი აღარ არის. მან ვრცელი განმარტება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

"ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრე და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის წარმოდგენას, მივიღე გადაწყვეტილება - ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკევს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა" - ნათქვამია ირმა ინაშვილის განცხადებაში.

ალექსანდრე სიმონიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა სოციალური ქსელის საშუალებით მიაყენა. ხაშურის საკრებულოს წევრმა კომენტარი მას შემდეგ დაწერა, რაც გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად ქვეყნის შინაგა საქმეთა მინისტრი ჰყავდა მიწვეული.

იხ. ამავე თემაზე:

"ასე იცის წახალისებამ" - ინგა გრიგოლია ხაშურის საკრებულოს წევრის შესახებ

,,ინგა გრიგოლია არის ძ....ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!!"
Print

სტატიის გამოყენების პირობები