გორში წმინდაწყალზე პანდუსები ეწყობა
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, პანდუსები ეწყობა. ,,ეს არის თანამედროვე სტანდარტის პანდუსები" - წერს ჟურნალისტი ნიკა გაბლიშვილი.

ფოტოები მან წმინდაწყლის დასახლებაში გადაიღო. ერთი თვეა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შშმ პირების გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, ტროტურზე პარკირებაც აიკრძალა.

მაღაზიების წინ, ზედამხედველობის სამსახურმა, ყვითელი ლენტი გაავლო.



სახალხო დამცველის ბოლო, სპეციალური ანგარიშის მიხედვით, შშმ პირთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ფიზიკურ გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება. ,,ქართლის სტუდია" გორის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით კომპლექსტური კვლევა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაა ჩატარებული.

,,ქართლის სტუდიაში" ჟურნალისტ გიორგი ახალკაცთან ერთად, შშმ პირთა გამოწვევების შესახებ, გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელმა ფიქრია გაგიშვილმა ისაუბრეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები