საჯარო მიმართვა პროკურატურას 40-მდე ძროხის წართმევის ფაქტზე
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, მოსახლეობა აქციის გამართვას აპირებს. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა და მისმა ადვოკატმა ზაზა გიგაურმა qartli.ge-ს რედაქციაში სტუმრობისას განაცხადა.

მათი თქმით, პროკურატურა გამოძიებას აჭიანურებს..

საქმე იმაშია, რომ ფერმაში მცხოვრებ ათობით ოჯახიდან ერთ-ერთმა პიროვნებამ დაახლოებით 40 სული საქონელი წაიყვანა. ძროხები ბოინის (ცხოველთა სასაკლაოს) მფლობელმა იყიდა, თუმცა თანხა დღემდე არ გადაუხდია.

ადვოკატი ზაზა გიგაური ამბობს, რომ პროკურატურა დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს არ იცავს. თითო ოჯახს დაკარგული საქონლის გამო დიდი ზარალი მიადგა.

აღნიშნულ საკითხზე ფერმის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გორში ცოტა ხნის წინაც გამართა. იმ პერიოდში ბოინის მფლობელი ჟურნალისტებს უცხადებდა, რომ ყველაფერს გამოძიება გაარკვევს.

იხ. დაზარალებულისა და მისი ადვოკატის მიმართვა პროკურატურისადმი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები