ვარიანში მებაღეს ეზოდან ყვავილები მოპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ერთ-ერთი ოჯახის ბაღიდან დეკორატიული ყვავილები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღის მეპატრონის შვილი ავრცელებს, რომელიც გორში ცხოვრობს.

მისი განცხადებით, უცნობი პირი ბაღში 15 ივლისს იმ დროს შევიდა, როდესაც ოჯახის უფროსმა მამაკაცმა სახლიდან საქონელი წაიყვანა.

,,დღეს მამაჩემს, კაცს, რომელმაც საკუთარ ბაღში, საკუთარი შრომით ყავალილი მოიყვანა ყოველდღიური საჭიროებისთვის; ოჯახში, სადაც არც არავინ მუშაობს და არც პენსიონერია და მათთვის ეს თანხა ყოველდღიურობისთვისაა საჭირო, საკუთარი ხელით მოყვანილი ყვავილი" აუჭრეს" - "მოპარეს".  აი ეს არის დღევანდელობა!  მამაჩემის ბაღში ამერიკიდან ან თბილისიდან ხომ არავინ მივიდოდა ყვავილის მოსაპარად? !!! არც სხვა სოფლიდან მივიდოდა ვინმე!!!" - დაზარალებულის შვილი.

ვარიანის პოლიცია შეტყობინება შესულია და გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები