გორის უნივესიტეტის რექტორად გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს
დღეს, გორის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გიორგი სოსიაშვილი რექტორის თანამდებობაზე ერთხმად აირჩია.

სოსიაშვილი არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

გორის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2019 წლის იანვარშც ჩატარდა. მაშინ აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელად ალექსანდრე მღებრიშვილი აირჩია, რომელიც მანამდე რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდa. მღებრიშვილმა თანამდებობა პირაგი განცხადების საფუძველზე 4 თვეში დატოვა, მის მოვალეობას კი დღემდე გიიორგი სოსიაშვილი ასრულებდა.

სოსიაშვილმა გორის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა თავდაპირველად 2010 წელს დაიკავა. აკადემიურმა საბჭომ დღეს ის მესამედ აირჩია უნივერსიტეტის ხელმძღვანელად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები