გორის ,,დილას" მთავარ მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დაინიშნა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე, გორის დილას მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ლელო" ექსკლუზიურად ავრცელებს.

სპორტული ჟურნალის გამოცემის მიხედვით, ნემსაძემ რამდენიმე დღის წინ "შევარდენი 1906"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ამავე თანამდებობაზე გორის "დილაში" დაინიშნა.

ამ პოსტზე მან შეცვალა გიორგი დეკანოსიძე, რომლის წასვლის შემდეგ გორულ გუნდს დროებით ირაკლი მოდებაძე ავარჯიშებდა. ნემსაძეს "დილაში" ლაშა ჭელიძე დაეხმარება, ვინც "შევარდენშიც" მისი ასისტენტი გახლდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები