ცხინვალში მილიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს - ვინ არიან ძებნილები
ცხინვალის რაიონის სოფელ ზალდაში, რომელიც დიდი ლიახვის ხეობაში მდებარეობს, მილიციონერებსა და ორ ახალგაზრდა მამაკაცს შორის, დაპირისპირება მოხდა.

,,იმ დროს, როდესაც მილიციის ორი თანამშრომელი სოფელში ერთ-ერთ სახლში მივიდნენ, სადაც ძებნილი ეგულებოდათ, ცეცხლი გაუხსნეს" - აღნიშნავს ოსური მედია. მილიციონერებს ავტომატური იარაღებიდან ცეცხლი ორმა მამაკაცმა გაუხსნა.

ურთიერთსროლის დაიჭრა ორივე მილიციონერი. ცხინვალის მედიის ცნობით, დაჭრილია ერთ-ერთი დამნაშავეც. დაპირისპირება 16 ივლისს დილის 10 საათზე მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მილიცია 36 წლის ანდრეი ქობისოვს და 28-წლის სერგეი გაბარაევს ეძებს. ქობისოვი ძებნილი იყო, მან ცხინვალის ციხიდან გაქცევა შეძლო.

ქობისოვისა და გაბარაევის შესახებ ცხინვალის მედია არაერთხელ წერდა. მაგალითად, 2017 წელს მათ ბიზნესმენი ალექსანდრე ცხოვრებოვი გაიტაცეს და მის შვილს 2,5 მლნ რუბლი მოსთხოვეს. მათვე, ოსური მედიის ცნობით, გატაცებული ჰყავდათ გენადი სიუკაევი, რომელსაც 1,5 მლნ რუბლი გამოსასყიდი სახით მოსთხოვეს.

იხ. ამავე თემაზე:

ცხინვალში ბიზნესმენების გატაცებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ცხინვალში საკუთარი მანქანით მოქალაქე გაიტაცეს და სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები