რეგიონებიდან თბილისის აქციებზე 1400 პოლიციელი მორიგეობს
თბილისში მიმდინარე აქციებზე რეგიონებიდან 1400 პოლიციელი მორიგეობს. თითო თანამშრომლისთვის სასტუმროს ოთახია გამოყოფილი. თბილისში თითო პოლიციელი 3 დღე-ღამით რჩება.

რეგიონებიდან პოლიციელების მობილიზების შესახებ ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის წერილით გახდა ცნობილი. ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი ალექსანდრე კოტებაშვილი, თანამშრომლების საკვებისთვის და სასტუმროს ოთახებისთვის, შესყიდვის განხორციელებას გადაუდებელი აუცილებლობით ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებისათვის (1400 კაცზე) გათვალისწინებულია წყალი, ხაჭაპური, 2 სახის სენდვიჩი.

,,ასევე, უზრუნველვყოფთ ტერიტორული ორგანოების თანამშრომლების ქ.თბილისში სასტუმროებში განთავსება სამი დღე-ღამით" - აღნიშნულია კოტებაშვილის წერილში.

შეგახსენებეთ, 20 ივნისიდან დღემდე, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები