ახალი ამბები
საქართველოს ღია პირველობაზე ბატუტზე ხტომებში გორის გუნდი მესამე გუნდური ადგილის მფლობელი გახდა
საქართველოს ღია პირველობაზე ბატუტზე ხტომებში, კარგად იასპარეზეს გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ტანმოვარჯიშეებმა.

შეჯიბრება 14-15 ივლისს ქალაქ ქუთაისში ჩატრდა.

თანრიგში 5/5-ზე პირველი ადგილი ნიკოლოზ პარასკებაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილზე გავიდა მესამე თანრიგში მოასპარეზე დაჩი ბერიაშვილი, ასევე მესამე ადგილი დაიკავა მეორე თანრიგში მოასპარეზე გიორგი ხოსრუაშვილმა.

ამ შედეგით გორის გუნდი მესამე გუნდური ადგილის მფლობელი გახდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები