200 ბავშვი ბობნევში საზაფხულო ბანაკში დაისვენებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია ასოციაცია „ტონთიოსთან“ ერთად, თანადაფინანსების პროგრამით 12 - დან 16 წლამდე მოზარდებს ბანაკში უფასოდ დაასვენებს. მერია პროექტს 31 550 ლარით დააფინანსებს.

„საზაფხულო ბანაკი 2019“ ატენის ხეობაში, სოფელ ბობნევში 23 ივლისს გაიხსნება. ბანაკში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 200 ბავშვი 4 ეტაპად დაისვენებს. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ახალგაზრდები საველე პირობებში, კარვებში იცხოვრებენ.

მოზარდების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. კონკურსი ორ ეტაპს ითვალისწინებს: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს.

ბანაკში დასვენების მსურველმა ბავშვებმა უნდა წარმოადგინონ:

შევსებული აპლიკაცია, მშობლის თანხმობის წერილთან ერთად, დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N 100.

სასურველია დოკუმენტაციას დართული ჰქონდეს: რეკომენდაცია სასწავლებლიდან, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, იღებული სერტიფიკატები.

აღნიშნული დოკუმენტაცია დასკანერებული სახით ელექტრონულად უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მიიტანოთ გორის მერიაში ახალგაზრდულ განყოფილებაში. 

პირველი ნაკადში მოხვედრის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება დასრულდება პარასკევს, 19 ივლისს და შერჩეული 50 კანდიდატი ბანაკში 23 ივლისს გაემგზავრება. დოკუმენტაციის მიღება არ შეწყდება და მომდევნო ჯგუფები ეტაპობრივად დაკომპლექტდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები