ერგნეთში ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
ოკუპუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

მხარეები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობენ.

დღევანდელ შეხვედრაზე 10 საკითხია დღის წესრიგში შეტანილი, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია და მოქალაქეთა უკანონო დაკავებაა.

იანვრიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების 44 ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ყველა მათგანი გათავისუფლებულია.

შეხვედრაზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები