ვაზაგაშვილების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
დღეს, სტრასბურგის სასამართლომ ,,ვაზაგაშვილი საქართველოს" წინააღმდეგ საქმის განხილვა დაასრულა და მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ევროპულმა სასამართლომ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა დაადგინა. საქართველოს ხელისუფლებას 3 თვის ვადაში ვაზაგაშვილებისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განცხადების ერთ-ერთი ავტორი, იური ვაზაგაშვილი იყო. ის 2015 წელს, სოფელ ყარაფილაშვილი, შვილის საფლავზე ააფეთქეს.

ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ "ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია.

ფოტოზე: სოფელი ყარაფილა. იური ვაზაგაშვილის დაკრძალვა
Print

სტატიის გამოყენების პირობები