ეთნოგრაფიულ მუზეუმში ძველი გორის ანალოგი სახელოსნო შენდება
,,ამ სახელოსნოებში ხელოსნები იმუშავებენ" - ამბობს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი თინა სოსანიძე. მან ის ადგილები დაგვათვალიერებინა, სადაც პავილიონები ეწყობა.

ეზოში მშენებლობა უკვე დაწყებულია და, სავარაუდოდ, შემოდგომით დასრულდება. როგორც თინა სოსანიძემ ქარტლი.გე-სთან საუბარში აღნიშნა პავილიონები მთლიანად ევროკავშირის დაფინანსებით შენდება

,,რამდენიმე წლის წინ, მუზეუმიდან მივმართეთ ხელისუფლებას, რომ ამ ეზოში პავილიონის ტიპის პატარ-პატარა სახელოსნოები გაკეთებულიყო, როგორებიც ძველ დროს გორში იყო, მაგრამ მაშინ ეს ვერ განხორციელდა. ბოლოს გარკვეულმა ჯგუფმა მოინდომა, რომ პროექტი გაეკეთებინათ და ევროკავშირისთვის გადაეცათ. ეს პავილიონები მთლიანად ევროკავშირის დაფინანსებით კეთდება, მაგრამ უფრო კაპიტალური შენობები იქნება, რომელშიც ის სახელოსნოები განთავსდება ძველ გორში რომ იყო.



თინა სოსანიძე განმარტავს, რომ ამ სახელოსნოებში ხელოსნები იმუშავებენ.


,,მაგალითად აქ იქნება ნაციონალური ტანსაცმლის კერვის სახელოსნო, ხალიჩა-ფარდაგების საქსოვი, პურის საცხობი, იქნება ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და აშ. ტურისტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ, მონაწილეობა მიიღონ წარმოდგენილ საქმიანობაში ანდა სასურველი ნივთები შეიძინონ. შეიცვლება მუზეუმში შემოსასვლელი კარიც. მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება. სავარაუდოდ შემოდგომით უკვე დასრულებული იქნება" - ამბობს თინა სოსანიძე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები