გორში აგვისტოს ომის გმირი სოფიო მურადოვი კედელზე დახატეს
გორის ცენტრალურ ქუჩაზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე აგვისტოს ომის გმირის, სოფიო მურადოვის გამოსახულება დახატეს. კედლის მხატვრობა, გორის მე-9 სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი შერმადინმა შეასრულა.

სოფიო მურადოვი აგვისტოს ომის დროს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვერხვების დასახლებაში ჩამოვარდნილი ბომბის დროს სასწაულებრივად გადარჩა. მისი მდგომარეობა აგვისტოს ომის სახედ იქცა.

ნინი შერმადინმა კედელზე სწორედ ეს მომენტი გააცოცხლა მშვიდობის მტრედთან და საქართველოს დროშასთან ერთად. ხელოვანი, ამჟამად, ისრაელში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საერთაშორისო სკოლა - EMIS - ში (რამათ ჰა შარონი, ისრაელი) სწავლობს. ქართველმა გოგონამ ამ სასწავლებელში 90%-იანი გრანტი მოიპოვა.

ნინი შერმადინი მონაწილეობას იღებს კონფლიქტების თემაზე მიძღვნილ გამოფენაზე.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ელჩი ბექა ჩხეიძე ამ სკოლას ჯერ კიდევ თებერვალში ესტუმრა და ნინი შერმადინს შეხვდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები