„გორელებს ვურჩევ, მოვიდნენ და გაეცნონ მოდის ტენდენციებს“ - რეგიონ ფეშენ ვიკი იწყება
ხვალ, 20 ივლისს გორში „რეგიონ ფეშენ ვიქი“ იწყება. ღონისძიების პირველი ლოკაცია კი, ახალადრიაბილიტირებული გოგებაშვილის ქუჩაა, სადაც შოუ-პროგრამა 19:30 საათზე უნდა დაიწყოს.

საღამოს გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილიც დაესწრება, მან მოსავევი უკვე მიიღო.

როგორც Qartli.ge-ს სუხიშვილმა უთხრა, მოსაწვვები ორგანიზატორებმა დაარიგეს და მერია მხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერია. ის გორელებს ურჩევს, რომ „ფეშენ ვიქს“ დაესწრონ და მოდის ტენდენციებს გაეცნონ.

,,ორგანიზატორები აკეთებენ ყველაფერს, რომ ღონისძიება კარგი გამოვიდეს. მერია ეხმარება ტექნიკურ ნაწილში. მოსაწვევები ორგანიზატორებმა დაარიგეს. გორელებს მოვუწოდებ მოვიდნენ და დაესწრონ ჩვენებას, გაეცნონ მოდის ტენდენციებს. 200 სკამი იქნება, მოწვეული სტუმრებისთვის. მე ზოგადად ვთვლი, რომ რაც გიხდება ის უნდა ჩაიცვა, მაგრამ მაინც. მთავარი ისაა, რომ ამ ღონისძიებაში გორელი დიზაინტერები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც აქამდე არავინ იცნობდა.“-გვითხრა მერის მოადგილემ.

ცნობისთვის, „რეგინ ფეშენ ვიქი“ გორში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები