ბოლო 6 თვეში შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის 402 შემთხვევა დაფიქსირდა
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის 402 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იმ სტატისტიკაშია საუბარი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ძალოავნი უწყების ცნობით, საანაგარიშო პერიოდში გამოვლენილია ფიზიკური ძალადობის 105, ფსიქოლოგიურის 284, ხოლო იძულების 5 ფაქტი.

გარდა ამისა, დაფიქსირდა სექსუალური ძალადობის ორი შემთხვევა, ამავე რაოდენობის ეკონომიკური ძალადობა და 4 უგულველყოფა.

ამავე სტატისტიკაში ნათქვამია, რომ 6 თვეში გამოწერილია 345 შემაკავებელი ორდერი.

რაც შეეხება მოძალადეების სტატისტიკას, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 238 მოძალადე კაცი და 58 მოძალადე ქალი.

სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია 74 მსხვერპლი კაცი და 244 მსხვერპლი ქალი.

შსს ახალი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

2018 წელს ამავე პერიოდში ოჯახში ძალადობის მხოლოდ 172 შემთხვევაა დაფიქსირებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები