კნოლევსა და ავლევის სკოლებში პირველი კლასები არ დაკომპლექტდება
კნოლევისა და ავლევის სკოლებში წელს პირველკლასები არ იქნება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში რეგისტაცია არცერთ ბავშვს არ გაუვლია.

ქარელის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სოფლებიდან მოსწავლეების კლების ტენდენცია შეინიშნება. 

"კნოლევის სკოლაში 2016 წელს რეგისტრაცია სამმა ბავშვმა გაიარა. 2017 წელს ორმა, 2018 წელს სკოლაში 1 ბავშვი შევიდა, ხოლო 2019 წელს კნოლევის კოლაში პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. რაც შეეხება ავლევის სკოლას, 2016 წელს ერთი პირველკლასელი იყო სკოლაში, 2017 წელს ოთხი, 2018 წელს სამი. 2019 წელს კნოლევის მსგავსად პირველკლასელებს არც ავლევის სკოლა მიიღებს. "- გვითხრა კობახიძე.

ორივე სკოლა საბაზოა, დღესი მდგომარეობით ავლევის სკოლაში სულ 18, ხოლო კნოლევის სკოლაში 13 ბავშვი სწავლობს.

qartli.ge ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ავლევის ადმინისტრაციულ ერთეულშინ დაუკავშირდა. ნოდარ კოკოლაშვილი ამბობს რომ სოფლებში ძირითადად მოხუცები დარჩნენ.

"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ სოფლებში სახლები გადაიწვა. კნოლევში 39, ხოლო ავლევში 4. ამ ოჯახებს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 15 000 ამერიკული დოლარი მისცა, მათ სახლები ქალაქში იყიდეს და გადავიდნენ. სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი იმის რომ დაწყებით კლასებში ბავშვების ნაკლებობა შეინიშნება, უნდა ითქვას, რომ დამამთავრებელ კლასებში ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ბავშვთა კონტიგენტი ამ შემთხვევას მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს ალბათ იმას უკავშირდება რომ სოფლები გამყოფი ხაზის მიმდებარეა და შესაბამისად უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადის შეღავათით ისარგებლებენ ეს ბავშვები" - ამბობს ქარელის მერის წარმომადგენელი

ნოდარ კოკოლაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ კნოკლევში მუდმივი მაცხოვრებელი 110ოჯახია, ხოლო ავლევში 150.

იხ. ამავე თემაზე:

კნოლევში მოსწავლეთა რაოდენობა 50%-ითაა შემცირებული - 2015
Print

სტატიის გამოყენების პირობები