ახალი ამბები
,,ყვავილების მატარებელი" - სადურგლო სახელოსნო გორში
ავთანდილ ჩიტაშვილი 9 წელია მოსწავლეებს სადურგლო საქმეს ასწავლის. მისი შეგირდები უკვე სხვადასხვა სახელოსნოში მუშაობენ. ამჯერად, კოლეჯ ,,განთიადში" დაოსტატებას კიდევ ერთი თაობა ელოდება.

ავთანდილ ჩიტაშვილმა, კოლეჯის მენეჯერ ლუიზა მღებრიშვილთან ერთად, ორგინალური ნამუშევარის გაკეთება მოიფიქრა. ხის მოჭრილი მცირე ზომის მორებისგან ყვავილების მატარებელს ამზადებენ. ქალბატონი ლუიზა ამბობს, რომ სასწავლებელში ავეჯის უდიდესი ნაწილი, სწორედ, კოლეჯის კურსდამთავრებულთა გაკეთებულია:

,,ამ სკოლის კურსდამთავრებული ამზადებენ უკვე კომპიუტერის მაგიდებს, კარადებს, კარებს, სხვადასხვა ნივთებს. უკვე ფიქრობენ ორიგინალურ ნამუშევრებზე. საახალწლო გამოფენებზე, მუდმივად, ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებია გატანილი" - ამბობს კოლეჯის დირექტორი ანა დათუაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები