გორში ,,ევროპის ფონდის" წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ
გორში, 2019 წლის 22 ივლისს, ევროპის ფონდის წარმომადგენლები შეხვერას გამართავენ. ამის შესახებ qartli.ge-ს ფონდის წარმომადგენელმა აცნობა.

მისი ინფორმაციით, ისინი ადგილობრივი მედიისა და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებს შეხვდებიან.

,,ევროპის ფონდი" ღია საგრანტო პროგრამას აცხადებს, რომლის თაობაზეც მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდიან. სტუმრებს, საზოგადოება ,,ბილიკის" ოფისში, უმასპინძლებენ.

ევროპის ფონდი 2008 წლის თებერვალში დაფუძნდა. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს, ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელებას. საჯარო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება
Print

სტატიის გამოყენების პირობები