გორის ცენტრში მოზარდებმა იჩხუბეს
გორის ცენტრში მოზარდებმა იჩხუბეს. შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა.

ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე პოლიცია მივიდა. 

რესტორან ,,ჟოზეფის" წინ ამ წუთებში პოლიციის თანამშრომლები მოკვლევას აწარმოებენ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მოზარდები ერთმანეთს განარიდეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები