გორი რეგიონალური ,,Fashion Week"-ისთვის ემზადება
დღეს, 20 ივლისს, გორში, ,,რეგიონ ფეშენ უიქი" აიღებს სტარტს. გოგებაშვილის ქუჩაზე სამოდელო ჩვენებისთვის სცენა და პოდიუმი უკვე მზადდება.

წარმოდგენა საღამოს 19:30 სთ-ზე დაიწყება. გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი აცხადებს, რომ მოწვეული სტუმრებისთვის 200 სკამი მზადდება.

ფესტივალი 3 დღე გაგრძელდება. მეორე დღეს, 21 ივლისს, მას გორის თეატრი უმასპინძლებს, მესამე დღეს კი, 22 ივლისს - კულტურისა და დასვენების პარკი.

,,დიზაინერების მიერ შექმნილი ლუქები ,,არა ოკუპაციას" მოტივებზე უკვე მზად არის. მონაწილეობას 18 დიზაინერი, როგორც საქართველოდან, ასევე, მსოფლიოს 5 ქვეყნიდან" - აცხადებენ ორგანიზატორები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები