გორში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიასთან მამაკაცი დააკავეს
გორში, ,,ალკორიუმთან" მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა პატრულის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით ოქმი შედგინეს.

,,ვითარება დაახლოებით 20 წუთში მოგვარდება" - აცხადებს გორში, მაღაზია ალკორიუმიუს წარმომადგენელი. პატრულისა და კრიმინალური პოლიციის ორი ეკიპაჟის წევრები საგამოძიებო მოქმედებებს ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ აწარმოებენ.

როგორც ირკვევა, პატრულის თანამშრომლებმა მანქანა გააჩერეს. მძღოლს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით, ოქმის შეუდგინეს. მძღოლმა აღნიშნული ქმედება გააპროტესტა.

შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქე არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. მამაკაცი ასკ-ს 173-ე მუხლით დააკავეს (სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა)
Print

სტატიის გამოყენების პირობები