ნინო ქარქუსაშვილის ,,მშვიდობის ანგელოზი" გორში რეგიონალურ ,,Fashion Week"-ზე
გორში მიმდინარე რეგიონალურ ,,ფეშენ უიქზე" ერთ-ერთი მოდელი პოდიუმზე ,,მშვიდობის ანგელოზის" ფორმით წარსდგა. ,,მშვიდობის ანგელოზის" ფორმა ეკუთვნის დიზაინერ ნინო ქარქუსაშვილს.

სამოდელო კვირეული გოგებაშვილის ქუჩაზე, მდინარე მეჯუდის სანაპიროზე მიმდინარეობს. კვირეულში მონაწილეობას გორელი დიზაინერებიც იღებენ, მათ შორის, ნინო ქარქუსაშვილი და სოფიო ტუაევი.

რეგიონული ფესტივალის მთავარი ლოზუნგია ,,არა ოკუპაციას".

Print

სტატიის გამოყენების პირობები