,,პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - აცადებს ,,გორმედის"
წარმომადგენელი. დაშავებული მუშა სწორედ აღნიშნულ სამედიცინო
დაწესებულებაში მოათავსეს.
,,მიმღებიდან მაცნობეს, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში
აიყვანეს პირდაპირ. სხვა დეტალებს ამ წუთებში ვერ გეტყვით. ვიდრე,
ექიმი არ გამოვა" - აცხადებს ,,გორმედის" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გორში, მეჯუდას სანაპიროზე,
,,კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომელი ,,ზილის" მარკის
ავტომანქანიდან გადავარდა. საბარგულზე ყოფნისას ბანერი ეკავა. ქარის
გამო მუშა, ბანერთან ერთად, გადავარდა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი
გულისხმობს: მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია,
იხ. ამავე თემაზე:
გორში მუშა
მანქანიდან გადმოვარდა
სტატიის გამოყენების პირობები