გორში ,,Fashion Week"-ის დასკვნითი ღონისძიების გამართვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
გორში, რეგიონალური სამოდელო კვირეულის დასკვნითი ღონისძიების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნაწილი ითხოვს, რომ  ,,ახალბაღში" გაიმართოს.

ინგა სიორიძის განცხადებით, კეთილმოწყობის სააგენტოს მუშის დაშავების გამო, ღონისძიებამ შესაძლოა სასტუმრო ,,როიალ ჰაუზში" გადაინაცვლოს. 

,,სამწუხარო ინციდენტის გამო, მერიიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ღონისძიება უნდა ჩაშლილიყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მუსიკალური ნომრები არ იქნებოდა. იქნებოდა მხოლოდ ის ძირითადი ნაწილი, რომელიც მთავარი გზავნილი იქნებოდა ამ ფესტივალისთვის. ეს არის ,,არა ოკუპაციას" - აცხადებს ინგა სიორიძე.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 17 საათზე, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე, ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლები ,,ზილის" მარკის ავტომანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. მუშას სწორედ ის ბანერი სწორედ რეგიონალურ სამოდელო კვირეულზე მიჰქონდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები