,,Region Fashion Week"- ის ორგანიზატორების განცხადება
გორის რეგიონული სამოდელო კვირეულის ორგანიზატორის, სოსო კავკავაშვილის განცხადებით, მუშის დაშავების ფაქტი, მისი ცხოვრების ტრაგედია იქცა. ამის შესახებ კავკავაშვილმა დილით სასტუმრო ,,როიალ ჰაუზსთან" განაცხადა.


ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მუშის დაშავების ფაქტზე, ნაწილობრივ იღებენ პასუხისმგებლობას, თუმცა, გორის მერიაც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.




,,იმედი მაქვს, რომ მუშა გადარჩება, თუ არა და, ეს იქნება ჩემი ცხოვრების ტრაგედია. მერიას დაეკისრება პასუხისმგბელობა. ტექნიკური საკითხების მომზადება შედიოდა მერიის ვალდებულებაში. ძალიან განვიცდით ამ მდგომარეობას. გუშინ მაშინვე ვიყავით, როგორც ავარიის ადგილზე, ასევე, საავადმყოფოში, ვნახეთ ოჯახის წევრები. ამას გარდა, მინდა, რომ გამოვეხმაურო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. საუბარია რობერტო მავანის გასართობ გადაცემაზე." - განაცხადა სოსო კავკავაშვილი.

მისი განმარტებით, ,,პოს-ტივის" გასართობი გადაცემის ჯგუფი გორში არ უნდა ჩასულიყო, რადგან ფესტივალი ეხებოდა ისეთ მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა ოკუპაცია:

,,ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან, ჯერ კიდევ, თბილისში. ავუხსენით, რომ გორში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ უნდა ჩამოსულიყო. არ უნდა გაეკეთებინა გასართობი სიუჟეტი, იმიტომ, რომ თემატიკა აბსოლუტურად სხვა იყო. არ გვქონდა სურვილი, რომ იუმორის ჟანრში გაკეთებულიყო გადაცემა. თუმცა, რობერტო მავანი, მერი კარტოზიასთან ერთად, მაინც გამოჩნდა გორში. მე კარტოზიას ვესაუბრე, რომ უკან გაბრუნებულიყო ქალაქში (თბილისში). არაფრად ჩააგდეს. ვუთხარი, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, გარიდებოდნენ ტერიტორიას. მაგრამ ქალბატონი მერი კარტოზია გადაჭრით ამტკიცებს, რომ გორის მერიიდან ჰქონდათ აღებული ნებართვა. ჩვენს ქალაქს ეყო, ამდენი უბედურება. ამ პროექტს იუმორის ჟანრში მოუხდება გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა არ იყო საღლიცინო. ეს პროექტი არ იმსაუხრებდა ამას" - აცხადებს კავკავაშვილი.




იხ. ამავე თემაზე:

გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო

გორში მიმდინარე მოდების კვირეულის ორგანიზატორი თეა კეჩხუაშვილს „ფეშენ TV”-ს ყურებას ურჩევს

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა, რომელსაც ,,ფეშენ უიქის" ბანერი მიჰქონდა

გორში ,,Fashion Week"-ის დასკვნითი ღონისძიების გამართვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მესამედ შეცვლილი გადაწყვეტილება - გორში ,,Fashion Week" რესტორან ,,მზიურში" დაიხურება


რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
Print

სტატიის გამოყენების პირობები