ახალ ქინძათში დამწვარი სახლის მეპატრონე დახმარებას 5 თვეა ელოდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ქინძათში მცხოვრები ელენე გაგნიძე 5 თვეა დახმარებას ითხოვს. 2019 წლის 4 თებერვალს მის სახლს ხანძარი გაუჩნდა.

ხაშურის მერიამელენე გაგნიძეს და მის ოჯახს ბინა უქირავა. ვადა აგვისტოში იწურება. ელენე გაგნიძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, სახლის სახურავის შესაკეთებლად არავინ დახმარებია. 

ინფორმაციას ,,გირჩის" წარმომადგენელი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს. 

,,მოდის ზამთარი. თუ სახურავისთვის არ დამეხმარებიან, სხვა სამუშაოების გაკეთებას აზრი არა აქვს. ვითხოვ, ფინანსურ დახმარებას" - აცხადებს ელენე გაგნიძე. მან წერილობით ხაშურის მერიას დღეს მიმართა.

ხაშურის მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ინფორმაციას, საკითხის შესწავლის შემდეგ, მოგვაწვდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები