გორის N12 ბაღში მიტანილ პურში უცხო სხეულები იპოვეს
გუშინ, 24 ივლისს, კომპანიას, რომელმაც გორის მე-12 საბავშვო ბაღში პური მიიტანა, ხელშეკრულება გაუწყვიტეს. მათ მიერ მიტანილი პურში ბაღის წარმომადგენლებმა უცხო სხეულები აღმოაჩინეს.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი აცხადებს, რომ გუშინვე, ახალი კომპანია მოძებნეს.

,,გუშინ, შემოვიდა შეტყობინება, რომ ბაღში მიტანილი პური უხარისხო იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება შეგვეწყვიტა. გიდასტურებთ, რომ ეს ის კომპანიაა, რომელიც ერთი თვის წინ ავიყვანეთ. ავიყვანეთ იმიტომ, რომ იმის წინა კომპანიამაც ცუდი ხარისხის პური მიიტანა ბავშვებთან. ამჯერად, სულ სხვა, მესამე მიმწოდებელი მოვძებნეთ" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

შეგხასენებთ, ივლისში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საბავშვო ბაღში მიტანილი პური უხარისხო აღმოჩნდა.

იხ. ამავე თემაზე:

გორის N19 საბავშვო ბაღში მიტანილ პურში მწერი აღმოაჩინეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები