ვარიანში სოფლის დეპუტატს მიწის ნაკვეთის მითვისებაში ადანაშაულებენ
16:40 / 26.07.2019
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მაყვალა კოკაურის ოჯახი სოფლის
დეპუტატს უპირისპირდება. მაყვალა კოკაურის თქმით, სოფლის დეპუტატმა,
მიხეილ გოგებაშვილმა ის მიწის ფართობი დაისაკუთრა, რომლითაც კოკაურები
35 წლის მანძილზე სარგებლობდნენ.
,,ერთი თვის წინ, ივნისში, ამ ტერიტორიაზე შემოიყვანეს ტრაქტორი და
ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს. აქ მიწის ნაკვეთი გვქონდა, იდგა
ხეები, ვაძოვებდით საქონელს. ნაკვეთს ჯერ კიდევ ჩემი მამამთილი
უვლიდა. როდესაც ის გარდაიცვალა, ჩვენ გავაგრძელეთ ბაღით სარგებლობა.
გავიგეთ, რომ ფართი მიშიკო გოგებაშვილმა გაიფორმა. ვკითხეთ, რატომ
გააკეთა ეს. გვიპასუხა, რომ მაინც არ უვლიდითო." - ამბობს მაყვალა
კოკაური.
ფოტოზე:
სადავო ნაკვეთი მწვანე ფერით
სოფლის დეპუტატი, მიხეილ გოგებაშვილი აცხადებს, რომ მას არავის კერძო
საკუთრება არ მიუთვისებია:
,,ეს მიწის ნაკვეთი იყო აუთვისებელი ტერიტორია. აქ არავითარი ბაღი ან
ხე იდგა. იყო ცარიელი ადგილი. მდებარეობს გზის პირას. გადავწყვიტე,
რომ სახელმწიფოსთვის მიმემართა და მეთხოვა, რომ დანაკლისი
შევსებულიყო. მოგეხსენებათ, რომ თითო ოჯახს ჰექტარნახევარი ეკუთვნის."
- აცხადებს მიხეილ გოგებაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები