ახალი ამბები
,,უთხარი არა პლასტმასს" - მწვანე ფესტივალი გორის პარკში (Video)
გორში, 25 ივლისს, ფესტივალი სახელწოდებით ,,უთხარი არა პლასტმასს’’ გაიმართა. ფესტივალს ახლდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის შემოქმედებითი კოლექტივებმა და ინდივიდუალური შემსრულებლებმა მიიღეს.

პარალელურად საგამოფენო სივრცეებში ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ტილოები, პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადებული სუვენირები გამოიფინეს.

ფესტივალს სახალისო ქვიზები, ვორქშოპები, სპორტული შეჯიბრები: ბაგირის გადაზიდვა, დაბინძურებული ადგილების აღმოჩენა და დასუფთავება ახლდა.

საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალბაღში მდებარე ღია კონოთეატრში ფილმი უჩვენეს, რომლის ორგანიზატორი კავთისხევის მწვანე კინოკლუბის გუნდი იყო.

ფესტივალი CENN - ის პროექტის, ,,ნარჩენების მართვა რეგიონებში WMTR II პროგრამის ფარგლებში, USAID/Georgia-ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა. პარტნიორია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის მიზანია; მოსახლეობაში, პლასმასისის ნარჩენის შემცირების კუთხით, ცნობიერების გაზრდა, პლასტმასის ნარჩენის ზიანისა და საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მოსახლეობის წახალისება .



პროექტის შესახებ:

პროექტი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში , საქართველოს ოთხ რეგიონში (აჭარის ავტ. რესპუბ. კახეთი შიდა ქართლი და თბილისში) მიმდინარეობს და მას ორგანიზაცია CENN ახორციელებს USAID ის ფინანსური მხარდამჭერით. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის კოდესის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან იქნება შესაბამისობაში.

პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები