ვინ არის კაცი, რომელიც გორში ევროკავშირის დროშებს ყიდის
გორში, 56 წლის რუბიკ ირიციანი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინ, ევროკავშირის და საქართველოს დროშებს ყიდის.

ბატონი რუბიკი ადამიანებთან კომუნიკაციას მხოლოდ ჟესტიკულაციით ან წერის საშუალებით ახერხებს.



გორში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, მისი მეუღლეც შშმ პირია და კომუნიკაციას ისიც ჟესტიკულაციით გამოხატავს.

წლების განმავლობაში თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მეწაღედ მუშაობდა, ახლა მისთვის შემოსავლის წყარო გაყიდული დროშებიდან აღებული ფულია. თითო ცალს ორ ლარად ყიდის.

საქართველოს და ევროკავშირის დროშების გაყიდვა მეგობარმა ურჩია.  დღეში 4-5 დროშას ყიდის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები