რატომ ჩაიშალა ,,Fashion Week"? - ორგანიზატორი გორის პოლიციაში დაიბარეს
გორის სამოდელო კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იოსებ კავკავაშვილი გორშია. ის შს სამმართველოში დაიბარეს.

იოსებ კავკავაშვილის თქმით, სამართალდამცველებს 22 ივლისს რესტორან ,,მზიურთან" მომხდარი ფაქტის შესახებ, მისგან ინფორმაციის მიღება სურთ.

რესტორან „მზიურთან“ ,,რეგიონ ფეშენ ვიკის" დახურვის ცერემონიალზე ინცინდენტი მოხდა. დიდ დარბაზში ინტერნეტ ტელვიზია ,,პოსტ ტვ"-ის გადამღები ჯგუფი მივიდა. გადაცემის წამყვანის, რობერტო მავანის გამოჩენას ფესტივალის ორგანიზატორის, იოსებ კავკავაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

,,ეს ფესტივალი არ წარმოადგენდა სახურამო ღონისძიებას. რობერტო მავანი იქ არ უნდა მოსული. ფესტივალის მთავარი სლოგანი იყო - ,,არა, ოკუპაციას", ამიტომ, რობეტო მავანს აქ სახუმარო გადაცემა არ უნდა გაეკეთებინა" - აცხადებს კავკავაშვილი.

ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია გამოიძახეს და მოითხოვეს შენობიდან მავანის გაყვანა. სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კერძოდ, ინტერნეტტელევია ,,პოსტს ტვ"-ის ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი დიზაინერ გიორგი მასხულიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დიზაინერმა თმით ითრია. ბრალდებას ადრესატი კატეგორიულად უარყოფს. გამოძიება კი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

საბოლოოდ, ფესტივალი ,,რეგიონ ფეშენ უიქი 2019" ჩაიშალა, დასკვნითი ღონისძიების არგამართვის გამო. კავკავაშვილის თქმით, დახურვის ცერემონია 7 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

რეგიონ ფეშენ ვიკი 20 ივლისს დაიწყო და სამი დღე გრძელდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები