ვარიანიდან ,,გამქრალი" ბელები იპოვეს
ბელები, რომელთა შესახებ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა და შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო ეძებდა, იპოვეს.

ორივე ბელი ამჟამად ცხვარიჭამიაში დათვების თავშესაფარში იმყოფება. ბელები გარემოს დაცვის სამინისტრომ, თავშესაფრის ხელმძღვანელს სოსო ჯიქურაშვილს გადასცეს.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, ცხოველები არა თუ ვარიანში, არამედ სოფელ არბოში აღმოაჩინეს.





სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ბელების ძებნა გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიწყეს. 20 ივლისს, დეპარტამენტის პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ დათვები ადგილზე არ დახვდათ.

ამის შესახებ ქართლი.ჯუიმ გაარკვია, რომ ეს ის ბელებია, რომლებიც ყინწვისის მონასტრის წინამღძღვარმა გიორგი კანდელაკს აჩუქა. მონასტერში გვითხრეს, რომ მღდელს ცხოველები ერთ-ერთმა მონადირემ აჩუქა. გამოძიება მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები