გორში იუსტიციის სახლთან პარკირების დგომის წესი არ შეცვლილა - მერია
გორში, იუსტიციის სახლთან, ტაქსტების დგომის ამკრძალავი ნიშანი დადგეს. საგზაო ნიშნის მიხედვით, ტაქსების დგომა დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდეა აკრძალული.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დადგენილება, ამკრძალავი ნიშნის დადგომის შესახებ, არ მიუღიათ. საკითხის განხილვის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ ახსოვს აპარატის ხელმძღვანელსაც. მერიის ტრანსპორტირების განყოფილების უფროსიც ამბობს, რომ პარკირების წესი იუსტიციის სახლთან არ შეცვლილა.

ვინ დადგა საგზაო ნიშანი"? ამ კითხვით მერიას, საკრებულოს და იუსტიციის სახლს მივმართეთ.

,,ჩვენ არ მიგვიღია მსგავსი გადაწყვეტილება. იქნებ აპარატის უფროსს ახსოვდეს რამე" - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

აპარატის უფროსი, ზაზა ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ მასაც არა აქვს ინფორმაცია ამკრძალავი ნიშნის დადგმასთან შესახებ:

,,ეს ყველაფერი კარდად ეცოდინება მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსს თამაზ სანდაძეს." - გვითხრა აპრატის უფროსმა. თამაზ სანდაძე კი, აცხადებს, რომ მერიას აღნიშნულ მონაკვეთზე არანაირი ცვლილებები განუხორციელებია:

რაც შეეხება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მისი პრეს-სამსახურის განცხადებით, საგზაო ნიშანი იუსტიციის სახლის წარმომადგენლებს არ დაუმონტაჟებიათ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები