ეპარქია: ,,ვარიანში მომხდარი შერიგების შესახებ არ ვიცოდით"
,,ეს ამბავი პირველად თქვენგან გავიგეთ" - აცხადებს გორის ეპარქიის მდივანი, დედა ცეცილია. ჩვენ მას კითხვა სოფელ ვარიანში გუშინ გამართულ შეხვედრის შესახებ დავუსვით.

გუშინ, 28 ივლისს, ვარიანში, სასულიერო პირმა, მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) ის ადამიანები მიიწვია, რომლებიც სოფლიდან მის გასახლებას ითხოვდნენ. დედა ცეცილია ამბობს, რომ ეპარქიაში ამ ამბის შესახებ არავის უცნობებია.

როგორც qartli.ge-ს მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) განუცხადა, ტრაპეზზე სოფელ ვარიანის წინამძღვარი, მამა თადეოზიც (ქებაძე) იყო მიწვეული, თუმცა არ მივიდა. მამა თადეოზი ადასტურებს, რომ ის მიწვეული იყო, თუმცა გვიხსნის, რომ შეკრების ადგილზე გვიან მივიდა:



,,მე არ ვიყავი სოფელში. როცა მივედი, იქ უკვე აღარავინ დამხვდა" - გვითხრა მამა თადეოზმა. მამა გრიგოლი კი, ამბობს, რომ შეირგების სუფრამ თითქმის ღამის 12 საათამდე გასტანა.

qartli.ge იმითაც დაინტერესდა, აიღო თუ არა კურთხევა ეპისკოპოსისგან მამა თადეოზმა, რათა ის მისულიყო შეირგების სუფრაზე. ეს კითხვა მამა თადეოზმა იუკადრისა: ,,რა კურთხევაზე საუბრობთ? თქვენ იცით, საერთოდ, რას ნიშნავს კურთხევა?" - გვიპასუხა ვარიანის ეკლესიის მოძღვარმა.

მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) აცხადებს, რომ შერიგება საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. 

იხ. უფრო ვრცლად:

შერიგება ვარიანში (VIDEO)



Print

სტატიის გამოყენების პირობები