ავტობანზე ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაზიდვისას გადმოვარდა
გორთან ახლოს, ავტობანზე, ასფლატის სატკეპნი სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექპლუატაციისა და მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, კომპანია, რომელსაც საგზაო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება გადაჰქონდა, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით მომუშავე კომპანიაა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. qartli.ge ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ელოდება ინფორმაციას კომპანიის შესახებ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები