კასპის დასუფთავების სამსახურისთვის ჩამოტანილი ფეხსაცმელები მაღაზიებში იყიდება
დაახლოებით, 200 ცალი ,,ბათინკი", რომელიც კასპის დასუფთავების სამსახურისთვის თურქეთიდან ჩამოიტანეს, საცალო ქსელში იყიდება. ამის შესახებ qartli.ge-ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, კასპის მერიაში ფეხსაცმელები დაიწუნეს და მიმწოდებელს უკან გაატანეს. სპეცფეხსაცმელში მეტალის საფენი არ აღმოჩნდა:

,,თავიდან ნიმუში რომ მოგვიტანეს, კარგი ფეხსაცმელი იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ შეესაბამებოდა ნიმუშს. ამიტომ, უკან გავატანეთ კომპანიას" - აცხადებს კასპის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ მჭედლიშვილი.

მისი ინფორმაციით, შესაბამისი ფეხსაცმელი სხვა კომპანიისგან შეიძინეს.

რაც შეეხება კომპანია ,,ჯეოფლაგს", მისი წარმომადგენლი აცხადებს:

,,ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვეღარავითარ ტენდერში მივიღებთ მონაწილეობას, რადგან კასპის დასუფთავების სამსახურმა შავ სიაში შეგვიყვანა. იძულებული გავხდით, სპეციალურად, მუშებისთვის თურქეთიდან ჩამოტანილი ფეხსაცმელი საცალო ქსელში გასაყიდად გაგვეტანა." - აცხადებს კომპანია ,,ჯეოფლაგის" წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები