გორის უნივერსიტეტი კურსდამთავრებულებს ემშვიდობება
2019/07/30/5e5681c322efe54237ffe57f8d928b71.jpg" border="0">დღეს, გორის უნივერსიტეტს, ის სტუდენტები ემშვიდობებიან, რომლებმაც ბაკალავრის ხარისხი მიიღეს. ამის გამო, სასწავლის ფოიეში საგანგებო ღონისძიება იმართება.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებულ სტუდენტებს შეხვედრა მოუწყეს.

2019 წელს გორის უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერების, ბიზნესისა და სამართალდამცოდნეობის ფაკულტეტი 195 ბაკალავრმა და 53 მაგისტრმა დაამთავრა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 43 ბაკალავრმა და 14 მაგისტრმა. რაც შეეხება განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს, აქ 36 ბაკალავრს და 7 მაგისტრს დაულოცეს გზა.

ჯამში, უნივერსიტეტი 274-მა ბაკალავრმა და 74 მაგისტრმა დაამთავრა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები