გარემოს დაცვის სამინისტრო გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისთვის ემზადება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიღო.

პრეს-სამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება ,,მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით," - მიიღეს, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ: აქ:
Print

სტატიის გამოყენების პირობები