გორში ძაღლების რაოდენობის კვლევის შედეგებს განიხილავენ
გორში, ძაღლების რაოდენობის კვლევის შედეგების განხილვა მოეწყობა. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს.

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა 31 ივლისს, 16 საათზე, საკრებულოს მცირე დარბაზში გაიმართება:

,,მოგეხსენებათ, რომ როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე გორის მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა მიუსაფარ ცხოველებთნ დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა არა მხოლოდ მიუსაფარი, არამედ პატრონიანი ცხოველების პოპულაციის გავრცელების არეალის იდენტიფიცირება და რაოდენობის განსაზღვრა. ამ მიზნით, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ“ შეიმუშავა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია შეგროვდა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებისა და მათი გამოკითხვის გზით." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები