რატომ არ ჩერდება ბათუმის მატარებლები გორში
გორის სადგურზე ბათუმის მიმართულებით მოძრავი, ჩქაროსნული მატარებლები არ ჩერდება. რკინიგზის დეპარტამენში აცხადებენ, რომ ჩქაროსნული მატარებლებისთვის საქართველოს დიდი ქალაქების ბაქნები ადაპტირებული არ არის.

,,იმ შემთხვევაში თუ საქართველოს რკინიგზა ამ ქალაქებში მატარებლების გაჩერებას გადაწყვეტს, ბუნებრივია, ბაქანი შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს აღჭურვილი. ამ ეტაპზე, ორსართულიანი მატარებლების გაჩერება, მხოლოდ, ზღვისპირა საკურორტო ქალაქებშია მიზანშეწონილი"- გვითხრეს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გორის სადგურის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. დამონტაჟი იმ ძველ ბაქანს გაუკეთეს, რომელიც კომუნისტების დროს, ჩქაროსნული მატარებლებისთვის იყო განკუთვნილი და გათვალისწინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები