,,მოგვხედეთ, გზაზე ჭის სახურავებს რახა-რუხი გააქვს" - მიმართვა გორის მერს
გორში, ნინოშვილის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭების სახურავებს ,,რახა-რუხი გააქვს". ეს განცხდება საკრებულოს წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა საკრებულოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.

მისი შეფასებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანიის წარმომადგენლებმა უხარისხოდ შეასრულეს.

,,მორყეულია ეს საკანალიზაციო ჭების სახურავები. ან მანქანა არ ჩავარდეს. ან ვინმე. გაივლის ეს მანქანები და არის რახა-რუხი. თან მანდ ინტენსიური მოძრაობაა. ეს რაკა-რუკი განსაკუთრებით ღამის საათებში მოქმედებს" - აცხადებს საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი.

ნინოშვილის ქუჩაზე, 2018 წლის გაზაფხულზე, კომპანია ,,შარამ" იმუშავა. დოკუმენტაციის მიხედვით, გზის სიგრძე 1 კმ 072 მ სიგრძისაა:

ამ მასშტაბურ სამუშოებს შპს ,,შარა“ ასრულებს. მან გასამარჯვებლად 894 773 ლარი მიუთითა. 196 414 ლარით ნაკლები, ვიდრე ეს ,,სატენდერო წინადადებაში“ იყო გათვალისწინებული. მერიას ამ გზის მოასფალტების მიზნით, 1 მლნ 091 187 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ამ თანხის დაახლოებით 66% რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები