იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერში ბალახი გასათიბია
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერში ბალახი გასათიბია. აღნიშნულის ამსახველი ფოტოები ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო და qartli.ge-ს მიაწოდა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, მალე, აღნიშნულ სკვერში ბალახს მას შემდეგ გათიბავენ, რაც ცენტრალურ უბნებში მსგავს სამუშაოებს მორჩებიან.

იოზეფ პილსუდსკის სკვერი ორი წლის წინ საზეიმო ვითარებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მეთაურებმა, პოლონეთის ელჩთან ერთად გახსნეს.

სკვერის სამშენებლო სამუშაოებისთვის 100 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა, რომელიც პოლონეთის მთავრობამ გამოყო.

იოზეფ პილსუდსკი 1918-1922 წლებში პოლონეთის დამოუკიდებელ სამხელმწიფოს მეთაურობდა. მან 1921 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

გარდა ამისა, სტალინისა და მისი მეგობრების მიერ ანექსირებული ქვეყნიდან დევნილი ქართველი იუნკრები პოლონეთში შეიფარა და დაეხმარა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები