ქვიშხეთში გაფიცულმა მუშებმა გვირაბი გადაკეტეს
ქვიშხეთში გაფიცულმა მუშებმა გვირაბი გადაკეტეს.

როგორც qartli.ge-ს კორესპონდნეტი ადგილიდან იტყობინება, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, აქციის მონაწილეები გვირაბში შესვლის საშუალებას სატვირთო მანქანებს არ აძლევდნენ.

თუმცა, მოგვიანებით, მათ გზა გახსნეს და  ტექნიკა შევიდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გვირაბში ახლა 10-15 მუშა მუშაობს. მათი თქმით, შესვენების შემდეგ, როდესაც ისინი გვირაბიდან გამოვლენ, უკან დაბრუნების საშუალებას აღარ მისცემენ.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 60 მუშა მეხუთე დღეა, რაც ხელფასის მატებას და მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვს.

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიაა მოლაპარაკებები გუშინ საქართველოს პროპკავშირების წარმომადგენლებმა აწარმოეს თუმცა, მუშების მოთხოვნებს ჩინურ კომპანიაში უარით უპასუხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები